1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.

3. უნივერსიტეტის სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება უნივერსიტეტის სტუდენტად და გაივლის რეგისტრაციას.

4. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტპროფესორი, გარდა დოქტორანტისა.

5. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური პერსონალის წევრი დასაქმებულია ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომელზეც მას აქვს მეტი საათობრივი დატვირთვა. თუ აკადემიური პერსონალის წევრის საათობრივი დატვირთვა თანაბარია რამდენიმე ფაკულტეტზე, იგი თავად განსაზღვრავს, რომელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საარჩევნო სიაში იქნეს შეტანილი.

6. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;

ბ) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის, ხოლო აკადემიური პერსონალის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი, ან უნივერსიტეტის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი – აკადემიური პერსონალისთვის.

7. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტან