1. აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 5 დღის ვადაში.
3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა.
6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები.
7. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
8. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურ