1. კენჭისყრა მთავრდება არჩევნების დღეს 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;
დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
8. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც დადგენილია ამ წესდები