1. უნივერსიტეში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.

3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:

ა) უნივერსიტეტის მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;

ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;

გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.

4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.

5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:

ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;

გ) წარადგინოს საჩივარი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში.

6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.

7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელ