1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. შედეგები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანმიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს ლიცეუმის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. კომისიის მდივანს გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეაქვს შემაჯამებელ ოქმში.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა
მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
- მუხლი 20. კენჭისყრის დრო
- მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 24, №435, 07.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.026.016054 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372619/muxli-24/