1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით,ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან,იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. შედეგები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. კომისიის მდივანს გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეაქვს შემაჯამებელ ოქმში.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა