1. 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს შემაჯამებელი ოქმის სამ ასლს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სკოლებში – 4 ასლს: ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე – სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ, მეოთხე – შესაბამის სამინისტროს. შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) სიაში კენჭისყრის დღემდე რეგისტრირებული ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობები ცალ-ცალკე;
ე) კენჭისყრის დღეს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობა;
მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი);
ნ) ოქმის დამტკიცების თარიღი და დრო;
ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში.
6. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
7. საარჩევნო კომისია განკარგულებით ამტკიცებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს შემაჯამებელ ოქმთან ერთად
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 78. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
- მუხლი 64. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
- მუხლი 84. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
- მუხლი 158. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში
- მუხლი 85. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
- მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 28, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-28/