1. საარჩევნო კომისიაში წარსადგენად საჩივარი საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ შედგენილ უნდა იქნეს ამ დებულების ნორმების დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 11 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.
2. საჩივარი კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საარჩევნო ყუთის გახსნამდე უნდა გადაეცეს კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც რეგისტრაციაში გაატარებს ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა საჩივრების ჟურნალში. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა რეაგირებაზე, განმცხადებელმა საჩივარი დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელს, საარჩევნო კომისიის ან კოორდინატორის მეშვეობით