1. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში
“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" · რედაქცია 12.01.2024
მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
თავი III — კენჭისყრის დღე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
- მუხლი 320. მომავალ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობა
- მუხლი 66. წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა
- მუხლი 708. კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ბათილობა
- მუხლი 346. ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო პირობათა ბათილობა
- მუხლი 20. ფაქტორინგის ხელშეკრულების ბათილობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. საარჩევნო ადგილის გახსნა
- მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
- მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
- მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
- მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
- მუხლი 26. ხმების დათვლა
- მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
- მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
- მუხლი 31. კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
- მუხლი 33. საჩივრის ფორმა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", მუხლი 27, №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638/muxli-27/