1. ამ დებულების 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს ლიცეუმის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება ლიცეუმის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ლიცეუმის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის 3 ასლს, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა ლიცეუმის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე – სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრის მოადგილე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) ლიცეუმის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და კადეტთა მშობლების (პრინციპით: ,,ერთი კადეტი – ერთი ხმა”) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში ,,განსხვავებული აზრი’’ და ხელს აწერს მას).
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ, საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება ლიცეუმის ბეჭდით.
6. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
7. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრის მოადგილე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა და მას ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
9. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით სარდლობისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის მოადგილის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით, კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კოორდინატორი ლიცეუმში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კოორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას