საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) ლიცეუმის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია