სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) თუ პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) ლიცეუმის შესაბამისი საფეხურის კადეტთა მშობლების 1/3-ის მოთხოვნით, პრინციპით: ,,ერთი კადეტი – ერთი ხმა”;
გ) კადეტი, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა ლიცეუმიდან ან პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა ლიცეუმთან შრომითი ურთიერთობა;
დ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ე) თუ სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ვ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
თ) თუ სამეურვეო საბჭოს წევრ კადეტის მშობელსა და ლიცეუმს შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
ი) თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა ლიცეუმის დირექციის წევრი