1. ლიუცეუმის სამეურვეო საბჭო არის ლიცეუმის თვითმმართველოს უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული 6 წარმომადგენლისაგან, კადეტთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს მიერ დანიშნული თითო წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეულ წევრთაგან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისაგან არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.
4. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
5. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.02.2026
მუხლი 4. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტატუსი
- მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
- მუხლი 3. ლიცეუმის სტრუქტურა
- მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
- მუხლი 6. ლიცეუმის დირექცია
- მუხლი 7. დირექტორი
- მუხლი 8. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო
- მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
- მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა
- მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები
- მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №515, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033764/muxli-4/