1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში – ლიცეუმი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ვაჟთა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.
2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს ნორმატიული აქტების, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.
3. ლიცეუმი იქმნება სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს ლიცეუმი ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ლიცეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
6. ლიცეუმის მისამართია: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა №51
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.02.2026
მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტატუსი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
- მუხლი 3. ლიცეუმის სტრუქტურა
- მუხლი 4. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო
- მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
- მუხლი 6. ლიცეუმის დირექცია
- მუხლი 7. დირექტორი
- მუხლი 8. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო
- მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
- მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა
- მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები
- მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №515, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033764/muxli-1/