1. პედაგოგიური საბჭო (შემდეგში – „პედაგოგიური საბჭო“) არის ლიცეუმის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ლიცეუმის ყველა მასწავლებელი.
2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
5. პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედით.
7. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე.
8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.02.2026
მუხლი 8. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
- მუხლი 3. ლიცეუმის სტრუქტურა
- მუხლი 4. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო
- მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:
- მუხლი 6. ლიცეუმის დირექცია
- მუხლი 7. დირექტორი
- მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
- მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა
- მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები
- მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები
- მუხლი 14. პერსონალთან მუშაობის განყოფილება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №515, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033764/muxli-8/