პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში