ადმინისტრაციის

ხელმძღვანელის

უფლებამოსილება

1.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:

ა)
ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ბ)
უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;

გ)
ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

დ)
ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს,მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ამზადებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ვ)
ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ზ)
გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

თ)
პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;

ი)
ასრულებს ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს წინაშე.

3.
გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა,ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა)
წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ)
წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებ