ხარისხის
უზრუნველყოფის
სამსახური
1.
უნივერსიტეტში სასწავლო,შემოქმედებითი
და სამეცნიერო-
კვლევითი მუშაობის,აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური,რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
2
.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით,სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტებს.
5
.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის,სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (
მოდულები,საკრედიტო სისტემა და ა.
შ.)
დანერგვის გზითა და ავტორიზ
აციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება