1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრთან ერთად შედიან სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.

2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები აირჩევიან
მათი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით.

4. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება აკადემიური პერსონალის არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

5. ფაკულტეტის საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას საბჭოს პირველი შეკრებისთანავე.

6. ფაკულტეტის საბჭო:

ა) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;

ბ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიის სენატს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სენატს;

დ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს;

ე) ირჩევს ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

7. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც.

8. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სხდომებს დეკანის დავალებით თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

9. ფაკულტეტის საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმ