1. აკადემიაში
არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება აკადემიის
საარჩევნო კომისია (შემდგომში – საარჩევნო კომისია).
2.
საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს
კენტი და
შედგებოდეს
არანაკლებ 5 წევრისაგან. საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდი
ვი
დუა
ლური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3.
საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ აკადემიის თანამშრომლები და
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენე
ლი.
4.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის წევრთა
შემადგენლობიდან დამსწრე
წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს, არეგისტრირებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
6. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება თავიანთი ფუნქციების შესრულებისათვის აკადემიის ბიუჯეტიდან იღებდნენ ანაზღაურებას, რომლის ოდენობასა და ფორმას განსაზღვრავს რექტორ