1. აკადემიას ხელმძღვანელობს აკადემიის რექტორი, რომელიც იმავდროულად არის სენატის თავმჯდომარე.

2. აკადემიის რექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

3. აკადემიის რექტორი:

ა) კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და წარმართავს აკადემიის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს აკადემიას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;

გ) აკადემიის სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას აკადემიის წარმომადგენლობაზე;

დ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის აკადემიის უფლებამოსილების ფარგლებში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) სააგენტოსთან შეთანხმებით ამტკიცებს აკადემიის საშტატო განრიგსა

და თანამდებობრივ სარგოებს
;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

ი) კანონმდებლობით და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს;

კ) აკადემიის სახელით აცხადებს კონკურსებს;

ლ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიის სახსრებისა და სააგენტოსთან შეთანხმებით მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ;

მ) ამტკიცებს აკადემიის, მისი სტრუქტურული ერთეულების ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს და ცნობისთვის უგზავნის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;;

ნ) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალისათვის სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების მიცემის შესახებ;

ო) ახორციელებს ამ წესდებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აკადემიის რექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე.

5. მოადგილეები ზედამხედველობას ახორციელებენ აკადემიაში აკადემიის რექტორის გადაწყვეტილებით მათთვის მიკუთვნებულ სფეროზე. მოადგილეების კომპეტენცია და უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

6 აკადემიის რექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში რექტორის გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მოადგილე.

7. მოადგილეები ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გარდა აკადემიის რექტორის დავალებით ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.

8. რექტორის მოადგილეებს არ აქვთ უფლება ხელი მოაწერონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზ