1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (შემდგომში – აკადემია) არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა წესრიგდება „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. აკადემიის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწავლო უნივერსიტეტი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემია უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“. აკადემიის სრული და შემოკლებული სახელწოდება გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.

3. აკადემია, სახელმწიფო კონტროლის პირობებში, დამოუკიდებლად ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობას.

4. აკადემია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ წესდებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები