1. სენატი არის აკადემიის კოლეგიური წარმომადგენლობითი და მართვის ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის რექტორი, რექტორის მოადგილეები, გარდა პირველი მოადგილისა, აკადემიის ყველა სტრუქტურული ერთეულის და სტუდენტური თვითმმართველობის თითო წარმომადგენელი.

2. სენატი:

ა)
შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

ბ) რექტორის პირველი მოადგილის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტს;

გ) ად
გენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;

დ)
ადგენს აკადემიური
და დამხმარე
პერსონალის სამსახურში მიღების წესს
ა
და პირობებს
;

ე) აკადემიის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო

საქმიანობის
შეფასების წესს;

ვ)
ამტკიცებს
აკადემიის საგანმანათლებლო
და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

ზ)
ძირითადი
და/ან
დამხმარე

საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს;

თ)
სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების

ცალკეული საგნის
ა
თვის, აგრეთვე
ფაკულტეტებზე
მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას
ფაკულტეტების
საბჭოები
ს წარდგინებით.

ი)
ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს
.

კ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას;

ლ) ფაკულტეტის
წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის
აკადემიის
მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;

მ)
აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს
აკადემიის
მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;

ნ) ამტკიცებს
აკადემიის სტრუქტურული ერთეულების და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებებს;

ო) ირჩევს
აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;

პ) ამტიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესს
;

ჟ) განსაზღვრავს აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის

სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს
;

რ) განსაზღვრავს ფაკულტეტის დეკანის, აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელძღვანელის არჩევის წესსა და საარჩევნო პროცედურას;

ს) ანიჭებს აკადემიის საპატიო წოდებებს.

ტ)
ახორციელებს ამ
წესდებით

მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. სენატის სხდომის მომზადების, წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრება ამ მუხლითა და სენატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს სენატი.

4. სენატის სხდომა მოიწვევა რექტორის ან სენატის წევრების არანაკლებ 1/3-ის ინიციატივით.

5. სენატის სხდომების მომზადებასა და სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სენატის სამდივნო, რომლის ფუნქციები განისაზღვრება სენატის რეგლამენტით.

6. სენატის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

7. სენატის სხდომებს თავმჯდომარეობს რექტორი ან მისივე დავალებით სენატის ერთ-ერთი წევრი. რექტორის არყოფნის შემთხვევაში კი სენატის წევრთაგან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.

8. სენატის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სხდომა
ზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. ხმების გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

9. სენატის სხდომის შესახებ იწარმოება ოქმი სენატის რეგლამენტით განსაზღვრული წესის შესაბამისა