1. აკადემიის საგანმანათლებლო მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით მოქმედებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც:

ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებს;

ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობით;

გ) კოორდინაციას და მუდმივ მონიტორინგს უწევს აკადემიის ავტორიზაციასა და საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

დ) მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად;

ე) განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

ვ) ახორციელებს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. აკადმიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას ამტკიცებს სენატი.

3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია სენატის წინაშე.

4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ირჩევს სენატი მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. აკადემიის საგანმანათლებლო მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები. შეფასების შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვი