1. აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა.

3. აკადემია, თავისი სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში დებს გარიგებებს. გარიგებები, რომლებიც სცილდება აკადემიის სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებს, ბათილია.

4. აკადემიას აქვს დასრულებული ბალანსი და საბანკო ანგარიშები, შტამპი და ბეჭედი; ბეჭედზე ასახულია აკადემიის სრული სახელწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე; აქვს ემბლემა, მოწმობები, ბლანკები და სხვა რეკვიზიტები.

5. აკადემიას გააჩნია საკუთარი სიმბოლიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი).

6. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, 6010, ქ. ბათუმი, რუსთაველის გამზირი №5