ამ გადაწყვეტილების მე-13 მუხლით გათვალისწინებული გორის რაიონული სასამართლოს შექმნამდე:
ა) შეიქმნას გორის რაიონული სასამართლო. გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით, აგრეთვე „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორული ერთეულის (გარდა ახალგორისა და თიღვის მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიით. გორის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ხუთი მოსამართლით;
ბ) შეიქმნას კასპის რაიონული სასამართლო. კასპის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. კასპის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით;
გ) შეიქმნას ჯავის რაიონული სასამართლო. ჯავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჯავის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრებით. ჯავის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ოთხი მოსამართლი