1. 2009 წლის 21 აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნეს ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოები. აღნიშნული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2009 წლის 21 აპრილამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი ახალციხის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება;
ბ) განხორციელდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;
გ) უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოების ლიკვიდაციასა და ახალციხის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.
2. ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2009 წლის 21 აპრილიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2009 წლის 21 აპრილიდან გადაეცეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესი