1. 2007 წლის 17 სექტემბრიდან ლიკვიდირებულ იქნეს გორის, კასპისა და ჯავის რაიონული სასამართლოები. გორის, კასპისა და ჯავის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით 2007 წლის 17 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაცია და მათი გორის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) განხორციელდეს გორის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს ლიკვიდაციასა და გორის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა;

დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზრუნველყოს სალიკვიდაციო კომისიის შექმნა.

2. კასპის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეების განხილვა 2007 წლის 17 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო გორისა და ჯავის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეები, ასევე კასპის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2007 წლის 17 სექტემბრიდან გადაეცეს გორის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესი