1. შეიქმნას ხაშურის რაიონული სასამართლო.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. ხაშურის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტებში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრები