1. შეიქმნას სიღნაღის რაიონული სასამართლო.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 5 მოსამართლით.

4. სიღნაღის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლეების რაოდენობა განისაზღვროს 2 მოსამართლით, რომელთაგან:

ა) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში;

ბ) 1 მოსამართლე უფლებამოსილებას განახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტშ