1. შეიქმნას საჩხერის რაიონული სასამართლო.

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს 2 მოსამართლით.

4. საჩხერის რაიონულ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის რაოდენობა განისაზღვროს 1 მოსამართლით, რომელიც უფლებამოსილებას განახორციელებს ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები