1. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობაში გადაცემა ითვალისწინებს საქართველოსა და უცხო ქვეყნის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.
2. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ აძლევს წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარეს ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემული ქონების მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით.
4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ქონების სარგებლობაში გადაცემისას მესაკუთრესა და ქონების დროებით სარგებლობაში მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
5. ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის თხოვების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ადგილობრივი თვითმმართველ ერთეულს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა შესაბამისი ხელშეკრულება
ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 03.12.2010
მუხლი 16. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობაში გადაცემის საერთო პირობები
თავი III — ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის რეგულირების სფერო
- მუხლი 1. ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის რეგულირების სფერო
- მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. გარიგებათა გაფორმების წესი
- მუხლი 10. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 11. მყიდველის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში
- მუხლი 13. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ზოგადი დებულებები
- მუხლი 14. ქონების გადაცემის ფორმები და ქირის ოდენობა
- მუხლი 15. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გადაცემის ორგანიზება
- მუხლი 17. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ქირავნობა
- მუხლი 19. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების იჯარა
- მუხლი 20. ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების თხოვება
- მუხლი 21. აუქციონის ორგანიზება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქარელის თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №32, 05.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.35.144.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1085627/muxli-16/