ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი - თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით, გარკვეული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო;
ბ) პრივატიზება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ამ წესის შესაბამისად;
გ) საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული თბილისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი;
დ) პრივატიზაციის გეგმა - თბილისის მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, აუქციონის ფორმის, პირობების გარეშე ან პირობებიანი აუქციონის, აუქციონის შედეგად მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ;
ე) აუქციონი - (პირობები ან პირობების გარეშე საჯარო აუქციონი, პირობებიან პირობების გარეშე ელექტრონული აუქციონი, ვადა გაგრძელებული აუქციონი, განმეორებითი აუქციონი) – აუქციონზე გატანილი ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი და სხვ.) პრივატიზების საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდებააუქციონისგამარჯვებულიმონაწილე;
ვ) პირობების გარეშე აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
ზ) პირობებიანი აუქციონი - აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს;
თ) ვადაგაგრძელებული აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების იმავე პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
ი) განმეორებითი აუქციონი - აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით, აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ;
კ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ქონების ნუსხის, საკრებულოს მიერ დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;
ლ) აუქციონის გამოცხადება – წარმოადგენს აუქციონატორის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართულ მოწვევას ოფერტზე (აუქციონზე);
მ) მომხმარებელი - აუქციონატორის ვებგვერდზე (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება);
ნ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია;
ო) ბე – ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონის მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა. აუქციონში გამარჯვებულს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
პ) საბანკო გარანტია – საბანკო გარანტია უზრუნველყოფს აუქციონის მონაწილის მიერ აუქციონატორის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წერილობითი ფორმით;
ჟ) აუქციონის მონაწილე - პირი, რომელიც ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვით დაიშვება აუქციონზე - აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, მიენიჭება აუქციონის მონაწილის სტატუსი.
რ) აუქციონში გამარჯვებული – პირი, რომელიც აუქციონის პროცესში გამოვლინდება გამარჯვებულად, რომელზეც გაიცემა აუქციონშიგამარჯვებისდამადასტურებელიოქმი, გაფორმდება ხელშეკრულება და გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
ს) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ქონება;
ტ)საწყისი საპრივატიზებო საფასური – აუქციონზე გატანილ ლოტზე (მოძრავი და უძრავი ქონება, წილები, აქციები და სხვა), დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნით დადგენილ საბაზრო ფასზე არანაკლები ოდენობით განსაზღვრული თანხის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი, რომელიც გამოცხადებულია სააუქციონო კონკურენციისდასაწყებად, შემდგომივაჭრობისთვის; ლოტშირამდენიმექონებისგაერთიანებისშემთხვევაში, ლოტის საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ლოტში შემავალი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურების ჯამის ოდენობით.
უ)სრული საპრივატიზებო საფასური – აუქციონის პროცესში დაფიქსირებული, ლოტის შეძენისთვის აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მის მიერ. საპრივატიზებო საფასური არ მოიცავს აუქციონატორის მომსახურების საფასურს და განვადების საფასურს.
ფ) სააუქციონო კონკურენცია – აუქციონის ერთი და იგივე ლოტზე განაცხადის მქონე მონაწილეთა ვაჭრობა ყველაზე მაღალი ბიჯის შეთავაზების გზით გამარჯვებულის გამოსავლენად;
ქ) ბიჯი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუქციონის მონაწილის მიერ სააუქციონო კონკურენციისას ემატება ლოტის საწყის ფასს ან/და წინა ბიჯის ოდენობას;
ღ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში ოქმი) - არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც გამოიცემა სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ და რომელშიც აისახება აუქციონის შედეგები, ლოტის პრივატიზაციის ძირითადი პირობები, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ოქმს ხელს აწერს აუქციონში გამარჯვებული და აუქციონატორი (მდივანი და სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე).
ყ) ხელშეკრულება - ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც წერილობითი ფორმით ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და შეიცავს ლოტის პრივატიზაციის პირობებს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადებს, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ქონების შეძენის სხვა პირობებს.
შ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა - აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და სრული საპრივატიზებოსაფასურის და მომსახურების საფასურის გადახდის ან/და სხვა სააუქციონო პირობების შესრულების საფუძველზე აუქციონატორის მიერ გაცემული დოკუმენტი, რაც ქონების შემძენისათვის პრივატიზებული ქონების საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას იძლევა.
ჩ) მომსახურების საფასური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით დადგენილი თანხის ოდენობა, რომელსაც აუქციონში გამარჯვებული უხდის აუქციონატორს აუქციონის ჩატარებისა და შემდგომი მომსახურებისთვის, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე სრულ საპრივატიზებო საფასურთან ერთად, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად;
ც) ბილინგისსისტემითგადახდა - ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ვებგვერდზე განთავსებული გადახდის ფორმის - ინვოისის შესაბამისად ხორციელდება თანხის სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).
მუხლი. 3 ქონების სააუქციონოდ მომზადება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავ და მოძრავ ქონებას, სარგებლობის უფლებას, ქ. თბილისის წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების აქციებს/წილებს სააუქციონოდ ამზადებს აუქციონატორი.
2. ქონების სააუქციონოდ მომზადების საფუძველი, მოძრავი ქონების შემთხვევაში, შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მომართვა, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მომართვა, ასევე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის მომართვა/თანხმობა, წილებისა და აქციების შემთხვევაში - ქ. თბილისის მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი განკარგულება, სარგებლობის უფლების შემთხვევაში - დაინტერესებული პირის მომართვა, ხოლო უძრავი ქონების მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.
3. ქონების სააუქციონოდ მომზადება გულისხმობს ქონების შერჩევას, აზომვას, რეგისტრაციას და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება