1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი (გარდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი.
3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის მიხედვით, მუნიციპალიტეტისსაკრებულოს მიერ დამტკიცებული პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.
4. აუქციონის ფორმებია: ელექტრონული აუქციონი და საჯარო აუქციონი. აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს პირობების გარეშე ან პირობებით.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონის გამარჯვებულს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს (პირობის გარეშე აუქციონი), ხოლო, თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მონაწილეს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო(შემდგომში - აუქციონატორი) არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს: აუქციონის ფორმით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას, აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას, ორგანიზებას და შედეგების გაფორმებას. აუქციონატორი ქონების პრივატიზებისას მოქმედებს როგორც აუქციონზე გატანილი ქონების მესაკუთრე.
7. საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი მუდმივმოქმედისააუქციონოკომისიის წევრის - აუქციონატორის ფუნქციას ახორციელებს კომისიის შემადგენლობაში აუქციონატორად განსაზღვრული ფიზიკური პირი. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
8. აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-6 თავის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი ფასის ოდენობით.
9. ქონებისსაწყისი საპრივატიზებო საფასურის შეფასების აუდიტორული მომსახურების შესყიდვის პირობებს, მომსახურების პაკეტს ადგენს და დაკვეთას უზრუნველყოფს აუქციონატორი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნით დადგენილი ფასის ოდენობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
10. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის პროექტს ამზადებს აუქციონატორი და წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით, ქ. თბილისის საკრებულო ამტკიცებს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას, პრივატიზაციის გეგმას, ლოტების ჩამონათვალს, ლოტის საწყისი ფასისა და ბიჯის ოდენობას, აუქციონის ფორმას და სხვა სააუქციონო პირობებს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით საკრებულო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება/ცვლილებები საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში. აღნიშნული ცვლილება/ცვლილებები წარმოადგენს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის განუყოფელ ნაწილს.
12. აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის - აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.
13. ქონების ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის აუქციონის, ასევე, აქციებისა და წილის მართვის უფლებით გადაცემის აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება ხორციელდება შესაბამისი წესების და ამ წესით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის შესაბამისად.
14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული/წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზებისა და შედეგების გაფორმებისას აუქციონატორი ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით.
15. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების განხორციელებისას აუქციონატორი უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შეადგინოს ან/და გასცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით. წერილობითი ფორმით და ელექტრონული ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია აუქციონატორის ოფიციალური ვებგვერდის – www.iauction.ge (ან auction.tbilisi.gov.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.
16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით შემოსული თანხების (პრივატიზების საფასური, ბე/საბანკო გარანტია, პირგასამტეხლო, საურავი და ა.შ.) საკუთარ ტრანზიტულ ანგარიშებზე მიღებას ახორციელებს აუქციონატორი და უზრუნველყოდს შესაბამისი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართვას. ამასთან, აღნიშნული თანხების აუქციონატორის ანგარიშებზე განთავსების მიზანს არ წარმოადგენს რაიმე სარგებლის მიღებ