1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, 90 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ნებისმიერი რისკის პოზიციის არაუზრუნველყოფილ  ნაწილს, უნდა მიენიჭოს შემდეგი რისკის წონები:

ა) 150%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) 20%-ზე ნაკლები;
ბ) 100%, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  არის მთლიანი რისკის პოზიციის (მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გამოკლების გარეშე) არანაკლებ 20%.

2. ვადაგადაცილებული სესხების უზრუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისთვის გამოიყენება ამ დებულებით განსაზღვრული საკრედიტო რისკის მიტიგაციისათვის ნებადართული უზრუნველყოფის საშუალებები. ამასთან, მიკრობანკს უნდა ჰქონდეს ეროვნული ბანკის თანხმობა საკრედიტო რისკის მიტიგაციის გამოყენებაზე ამ დებულების 62-ე მუხლის შესაბამისად.

3. უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც მიეკუთვნება საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ კლასს ამ დებულების 44-ე მუხლის მიხედვით, 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში უნდა შეიწონოს 100%-ით. ამასთან, თუ სესხების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი  მთლიანი რისკის პოზიციის 20%-ზე ნაკლები არ არის, რისკის პოზიცია შეიწონება 50% რისკის წონით.

4. თუ კლიენტის რისკის პოზიცია ვადაგადაცილებულია 90-ზე მეტი დღით, მაშინ კლიენტის  ყველა სხვა რისკის პოზიციაც უნდა მიეკუთვნოს ვადაგადაცილებული სესხების კლასს და შეიწონოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა