1. ძირითადი საშუალებები უნდა შეიწონოს 100%-ით.
2. ფული და მისი ექვივალენტები კომერციულ ბანკში უნდა შეიწონოს 0%–ით, ხოლო ნაღდი ფული სხვა სახით (შეგროვების პროცესში) 20%–ით.
3. მნიშვნელოვანი ინვესტიციები (ბანკის სააქციო კაპიტალის 10%–ზე მეტი) არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში და გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომლებიც არ გამოიქვითა ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 250%–ით.
4. ინვესტიციები იმ არაკონსოლიდირებულ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, სადაც ინვესტიცია მოცემული კომერციული ბანკის, სადაზღვევო ორგანიზაციებისა თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტის კაპიტალის 10%-ზე ნაკლებია და რომელიც არ გამოიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით.
5. აქციების ფლობა და/ან სხვა სახით 10%–ზე ნაკლები წილით მონაწილეობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში უნდა შეიწონოს 100% რისკის წონით გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება მათი დაქვითვა საკუთარი სახსრებიდან.
6. კომერციული ბანკის მიერ მფლობელოში არსებული ოქროს ზოდი, საცავში ან გადანაწილებული ვალდებულების უზრუნველყოფის სახით, უნდა შეიწონოს 0% რისკის წონით.
7. აქტივის გაყიდვისა და გამოსყიდვის და ვალუტის ფორვარდული ხელშეკრულებების შემთხვევაში, შეწონვისათვის რისკის წონა უნდა მიენიჭოს აქტივს და არა კონტრაგენტ მხარეს.
8. სხვა აქტივები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული მე-11 მუხლის მიხედვით უნდა შეიწონოს 100%–ი