დამატებით პირველად კაპიტალად კლასიფიკაციისათვის კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული;
ბ) სუბორდინირებულია დეპოზიტორების, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისა და მიკრობანკის სუბორდინირებული ვალის მიმართ;
გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს მიკრობანკის კრედიტორებთან მიმართებაში;
დ) არის უვადო, საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს სხვა რაიმე მოტივაცია დაფარვისათვის;
ე) ის შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ინსტრუმენტის გამომშვების მიერ გამოშვებიდან მხოლოდ მინიმუმ ხუთი წლის შემდეგ:
ე.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის მიკრობანკმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისაგან;
ე.ბ) მიკრობანკმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების მოლოდინი;
ე.გ) მიკრობანკმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი ინსტრუმენტის ჩანაცვლება ხდება იგივე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით და აღნიშნული კაპიტალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება მიკრობანკის შემოსავლის მასშტაბებს, ან მიკრობანკს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მიკრობანკის კაპიტალი საკმარისად აღემატება მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს;
ვ) ძირი თანხის (მაგ.: გამოსყიდვის ან დაფარვის გზით) გადახდისათვის საჭირო უნდა იყოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა, ამასთან, მიკრობანკმა არ უნდა ჩათვალოს ან შექმნას ბაზარზე ეროვნული ბანკისგან თანხმობის მიღების მოლოდინი;
ზ) დივიდენდის/კუპონის გადახდის შეჩერების უფლებამოსილება:
ზ.ა) მიკრობანკს უნდა ჰქონდეს თანხის განაწილების/გადახდის შეჩერების სრული უფლებამოსილება;
ზ.ბ) ამ პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადახდის შეჩერება არ უნდა იყოს დეფოლტის გამომწვევი მიზეზი;
ზ.გ) მიკრობანკს უნდა ჰქონდეს სრული წვდომა შეჩერებულ გადახდებზე, რათა დაფაროს სხვა დავალიანება მისი დაფარვის ვადის დადგომისას;
ზ.დ) განაწილების/გადახდების შეჩერებამ მიკრობანკს არ უნდა შეუქმნას შეზღუდვები, გარდა ჩვეულებრივი აქციების მფლობელი აქციონერებისათვის გადასახდელ წილთან მიმართებაში;
თ) დივიდენდები/კუპონები გადახდილი უნდა იქნეს განაწილებადი ელემენტებიდან;
ი) ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა არ უნდა იყოს მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/კუპონის ცვლილებას მიკრობანკის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;
კ) მიკრობანკის გადახდისუუნარობის განსაზღვრისას, თუკი აღნიშნული ითვალისწინებს ვალდებულებების აქტივებზე მეტობის შეფასებას, ინსტრუმენტი არ იქნება ვალდებულებების ნაწილი;
ლ) ინსტრუმენტს, რომელიც ბუღალტრული მიზნებისთვის კლასიფიცირდება ვალდებულებად, უნდა შეეძლოს ზარალის დაფარვა წინასწარ განსაზღვრულ ამოქმედების მომენტში ჩვეულებრივ აქციებში კონვერტაციის ან ჩამოწერის მექანიზმით, რომლის საშუალებითაც ზარალს ფარავს მოცემული ინსტრუმენტი. ჩამოწერას ექნება შემდეგი ეფექტები:
ლ.ა) ინსტრუმენტის მფლობელის მოთხოვნის შემცირება ლიკვიდაციის დროს;
ლ.ბ) გამოთხოვის უფლების გამოყენების დროს გადასახდელი თანხის შემცირება;
ლ.გ) ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ კუპონის/დივიდენდის გადახდის ნაწილობრივ ან მთლიანად შემცირება.
მ) მიკრობანკს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც მიკრობანკს აქვს კონტოლი ან მნიშვნელოვანი ზეგავლენა, არ აქვს შესყიდული მოცემული ინსტრუმენტი, ასევე, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მიკრობანკს არ აქვს დაფინანსებული ინსტრუმენტის ყიდვის ოპერაცია;
ნ) ინსტრუმენტს არ უნდა ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომლებიც ხელს შეუშლის რეკაპიტალიზაციას, როგორიცაა მაგალითად, განსაზღვრულ დროში ახალი ინსტრუმენტის უფრო დაბალ ფასად გამოშვების შემთხვევაში ინვესტორის ანაზღაურების ვალდებულებები;
ო) ფიზიკური პირის მიერ დაფინანსებული ინსტრუმენტები, რომლებიც ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის წარმოადგენს ვალდებულებას, გარდა საჯარო ფასიანი ქაღალდებისა, საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუმენტის დაფინანსების ნომინალური მინიმალური სახელშეკრულებო თანხაა (ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში მისი მინიმალური ნომინალური ღირებულება) 1 000 000 ლარი. საჯარო ფასიანი ქაღალდები საზედამხედველო კაპიტალში უნდა ჩაირთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინსტრუმენტი დაფინანსებულია გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორის მიერ და ინსტრუმენტის მინიმალური ნომინალური ღირებულება ან ასეთი ინსტრუმენტის ყოველი შესყიდვის გარიგების მინიმალური თანხა ერთ ინვესტორზე 100 000 ლარს აღემატებ