1. მაღალი რისკის (როცა ინსტრუმენტი არის კრედიტის პირდაპირი შემცვლელი და საკრედიტო რისკი ტოლფასია იგივე მხარის მიმართ საბალანსო რისკის პოზიციის საკრედიტო რისკისა და როცა მიკრობანკს საკრედიტო რისკი აქვს მთლიან ნომინალურ ღირებულებაზე) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) კრედიტის მახასიათებლების მქონე გარანტიები;
ბ) საკრედიტო დერივატივები;
გ) აქცეპტები;
დ) ინდოსამენტები ჩეკებზე, რომლებზეც მითითებული არ არის სხვა მიკრობანკის დასახელება;
ე) ტრანზაქციები რეგრესის უფლებით;
ვ) კრედიტის მახასიათებლების მქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები;
ზ) ფორვარდული ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი აქტივები;
თ) ნაწილობრივ განაღდებული აქციებისა და ფასიანი ქაღალდების გადაუხდელი ნაწილი;
ი) აქტივების გაყიდვისა და გამოსყიდვის ხელშეკრულებები;
კ) სხვა მაღალი რისკის მქონე გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.
2. საშუალო რისკის (როცა ინსტრუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკით, მაგრამ გარკვეული გარემოებები, როგორიცაა სხვა ტრანზაქციების განხორციელებაზე დამოკიდებულება და სხვა, გვაძლევს მაღალ რისკზე ნაკლებ რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) გაცემული და დამტკიცებული დოკუმენტური აკრედიტივები;
ბ) გარანტიები (შეპირებები) და ზარალის კომპენსაცია (ტენდერზე დამოკიდებული, შედეგებზე დამოკიდებული) და კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე გარანტიები;
გ) კრედიტის შემცვლელთა მახასიათებლების არმქონე შეუქცევადი სთენდბაი აკრედიტივები;
დ) ერთ წელზე მეტი თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე, საკრედიტო ბარათები და ოვერდრაფტები).
ე) სხვა საშუალო რისკის გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.
3. საშუალო/დაბალი რისკის (როცა უზრუნველყოფის ან/და თვითვლიკვიდირების შესაძლებლობის ან ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის პირობა გვაძლევს საშუალოზე დაბალ საკრედიტო რისკს) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) დოკუმენტური აკრედიტივები, რომელთა უზრუნველყოფას წარმოადგენს გადასაზიდი საქონელი და სხვა თვითლიკვიდირებადი ტრანზაქციები;
ბ) ერთი და ერთ წელზე ნაკლები თავდაპირველი ვადიანობის მქონე აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომელთა ნებისმიერ დროს უპირობოდ გაუქმება შეტყობინების გარეშე შეუძლებელია ან რომლებიც მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად ვერ უზრუნველყოფს მისი ავტომატური გაუქმების შესაძლებლობას;
გ) სხვა საშუალო/დაბალი რისკის გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.
4. დაბალი რისკის (როცა შესაძლებელია საკრედიტო რისკის უგულებელყოფა, რადგან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ის ძალიან შემცირებულია) კატეგორიას მიეკუთვნება შემდეგი გარესაბალანსო ელემენტები:
ა) აუთვისებელი საკრედიტო ინსტრუმენტები (ხელშეკრულებები სესხის გაცემაზე, ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, გარანტიებისა და აქცეპტების გაცემაზე), რომლებიც შეიძლება უპირობოდ გაუქმდეს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე ან/და რომლებიც მსესხებლის საკრედიტო მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეალურად უზრუნველყოფს მისი ავტომატურად გაუქმების შესაძლებლობას. საცალო საკრედიტო ხაზები შეიძლება ჩაითვალოს უპირობოდ გაუქმების შესაძლებლობის მქონედ თუ ხელშეკრულების სრულად გაუქმების უფლების პირობის ხელშეკრულებაში ჩადება ნებადართულია მომხმარებელთა დაცვისა და სხვა შესაბამისი კანონმდებლობით;
ბ) სხვა დაბალი რისკის გარესაბალანსო ელემენტები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი.
თავი XI
სტანდარტიზებული მიდგომა. რისკის წონები და სშგი-ის საკრედიტო შეფასების გამოყენებ