1. ეროვნული ბანკი განიხილავს კომერციული ბანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებისა და მექანიზმების ამ დებულებასთან შესაბამისობასა და შეაფასებს კომერციული ბანკების რისკებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული განხილვისა და შეფასების პროცესის სფერო/ობიექტი შემოიფარგლება ამ დებულების მოთხოვნებით და ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ მიერ შემუშავებულ საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის ჩარჩოს.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ განხილვისა და შეფასების პროცესზე დაყრდნობით ეროვნული ბანკი ადგენს, რამდენად უზრუნველყოფს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, სტრატეგიები, პროცესები და მექანიზმები, ასევე, მფლობელობაში არსებული საკუთარი სახსრები კომერციული ბანკის რისკების ჯანსაღ მართვასა და მათი განეიტრალების შესაძლებლობას.
4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული განხილვისა და შეფასების პროცესის პერიოდულობასა და ინტენსიურობას ეროვნული ბანკი განსაზღვარავს კომერციული ბანკის ზომის, სისტემური მნიშვნელობის, ტიპის, კომპლექსურობისა და სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებზე დაყრდნობით