1. კომერციულმა ბანკმა უნდა დანერგოს ძლიერი, ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და პროცესები, რათა შეაფასოს და მუდმივად შეინარჩუნოს შიდა კაპიტალის საკმარისი ოდენობა, რომელიც ადეკვატური იქნება ყველა მნიშვნელოვანი დონისა და ტიპის რისკების დასაფარავად (არა მხოლოდ I პილარით გათვალისწინებული რისკები, არამედ ყველა რელევანტური რისკი, მათ შორის, საბაზრო რისკები, რომლებიც არ არის I პილარში, სექტორის მიმართ კონცენტრაციის რისკები, საპროცენტო, ლიკვიდობის, სტრატეგიული და რეპუტაციის რისკები და სხვა). უნდა ხორციელდებოდეს აღნიშნული სტრატეგიებისა და პროცესების რეგულარულად გადახედვა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ყოვლისმომცველობა და კომერციული ბანკის ტიპთან, საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან შესაბამისობა.
2. კომერციულმა ბანკებმა მინიმუმ წელიწადში ერთხელ ეროვნული ბანკს უნდა წარუდგინონ შიდა კაპიტალის ადეკვატურობის შეფასების პროცესის შედეგები.
3. კომერციულ ბანკებს II პილარის ფარგლებში შეუძლიათ გამოიყენონ ფასს–ის მიხედვით გაანგარიშებული რიცხვები.
თავი XI
საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესი (II პილარი.