1. კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფის მომწოდებლად შეიძლება ჩაითვალოს:

ა) ცენტრალური მთავრობები და ცენტრალური ბანკები;
ბ) რეგიონული მთავრობები და ადგილობრივი თვითმმართველობები;
გ) მრავალმხრივი განვითარების ბანკები;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები, რომელთა მიმართ რისკის პოზიციები ამ დებულების IV თავის მიხედვით შეიწონება 0% რისკის წონით;
ე) საჯარო დაწესებულებები, რომელთა მიმართ მოთხოვნები ამ დებულების IV თავის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ განიხილება, როგორც მოთხოვნები კომერციული ბანკებისა და ცენტრალური მთავრობების მიმართ;
ვ) კომერციული ბანკები;
ზ) სხვა კორპორატიული პირები, მათ შორის, კომერციული ბანკის მშობელი კომპანია, შვილობილი და მონათესავე საწარმო, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია საკრედიტო შეფასება ამ დებულების IV თავის მიზნებისთვის აღიარებული სშგი-ის მიერ და საკრედიტო ხარისხი კორპორატიული კლიენტების მიმართ რისკის პოზიციების ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეწონვის წესით შეესაბამება მე-2 ან უკეთეს ბიჯ