1. რისკის პოზიციის ღირებულება საბალანსო ელემენტებისათვის წარმოადგენს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით და ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის კორექტირებებით შემცირებულ ძირითად თანხას, შესაბამის დარიცხულ მისაღებ პროცენტებსა და ჯარიმებს და მხარის მიმართ ნებისმიერ სხვა სახის მოთხოვნებს, დებიტორული მოთხოვნების ჩათვლით, ხოლო ამ დებულების X თავში ჩამოთვლილი გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით შემცირებული მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი (კრედიტ-კონვერსიის ფაქტორი): თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება – 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების X თავის მიხედვით.
2. სავალუტო ან საპროცენტო განაკვეთის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, განისაზღვრება ამ დებულების XII თავის შესაბამისად.
3. თუ რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია დაფინანსებული უზრუნველყოფით, მისი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების XIII თავის შესაბამისად