1. აქტივის რისკის პოზიციის ღირებულება არის მისი საბალანსო ღირებულება, ხოლო XIV თავში ჩამოთვლილ გარესაბალანსო ელემენტების რისკის პოზიციის ღირებულება არის მათი ღირებულების შემდეგი პროცენტი: თუ მაღალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 100%, თუ საშუალო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება – 50%, თუ საშუალო/დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთვნება - 20%, თუ დაბალი რისკის კატეგორიას მიეკუთნება - 0%. აღნიშნულ გარესაბალანსო ელემენტებს უნდა მიენიჭოთ რისკის კატეგორიები ამ დებულების XIV თავის მიხედვით.
2. სავალუტო ან საპროცენტო განაკვეთის წარმოებული ინსტრუმენტების რისკის პოზიციის ღირებულება, რომელიც ექვემდებარება კონტრაგენტთან დაკავშირებული საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონვას, განისაზღვრება ამ დებულების XVI თავის შესაბამისად.
3. თუ რისკის პოზიცია უზრუნველყოფილია კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფით, მისი ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ დებულების V თავის შესაბამისად