1. თითოეული რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნოს რისკის პოზიციის შემდეგი კლასებიდან ერთ–ერთს:

ა) უპირობო და პირობითი  მოთხოვნები ცენტრალური მთავრობებისა და ცენტრალური ბანკების მიმართ;
ბ) უპირობო  და პირობითი მოთხოვნები რეგიონული მთავრობებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიმართ;
გ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები საჯარო დაწესებულებების მიმართ;
დ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები მრავალმხრივი განვითარების ბანკების მიმართ;
ე)უპირობო და პირობითი მოთხოვნები საერთაშორისო ორგანიზაციების/ინსტიტუტების მიმართ;
ვ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კომერციული ბანკების მიმართ;
ზ) უპირობო და პირობითი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;
თ) უპირობო და პირობითი საცალო მოთხოვნები;
ი)უპირობო და პირობითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფილია საცხოვრებელი უძრავი ქონებით;
კ) ვადაგადაცილებული სესხები;
ლ) მაღალი საზედამხედველო რისკის კატეგორიაში შემავალი ერთეულები;
მ) მოკლევადიანი მოთხოვნები კორპორატიული კლიენტების მიმართ;
ნ) მოთხოვნები კოლექტიური ინვესტიციების სახით;
ო) სხვა ერთეულები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მოცემული საცალო კლიენტების მიმართ უპირობო და პირობითი მოთხოვნების კლასისთვის მიკუთვნებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

ა) რისკის პოზიცია უნდა იყოს ფიზიკური პირის/პირების ან მცირე/საშუალო ბიზნესის მიმართ;
ბ) რისკის პოზიცია უნდა მიეკუთვნებოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის რისკის პოზიციებს, რისკის პოზიცია საკრედიტო რისკის მიტიგაციის ეფექტის გათვალისწინების გარეშე ერთი მხარის მიმართ არ უნდა აჭარბებდეს საზედამხედველო საცალო პორტფელის 0.2%–ს და ასეთი რისკის პოზიციებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მსგავსი მახასიათებლები, რომლებიც არსებითად ამცირებს გასესხებასთან დაკავშირებულ რისკებს;
გ) მოვალე მხარის (რომელშიც იგულისხმება ურთიერდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი) მიმართ რისკის პოზიცია საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უპირობო ან პირობითი მოთხოვნების გამოკლებით, არ უნდა აჭარბებდეს 350,000 ლარს. კომერციულმა ბანკებმა უნდა მიიღონ გონივრული ზომები ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად;
დ)ფასიანი ქაღალდები არ უნდა მიეკუთვნოს საცალო რისკის პოზიციების კლასს.

3.  კომერციულმა ბანკებმა უნდა შეიმუშავონ და დანერგონ პოლიტიკები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის რისკის პოზიციის სათანადოდ და თანმიმდევრულად იდენტიფიკაციასა და  კლასიფიკაცია