1. ამ თავის მიზნებისათვის გამსესხებელი კომერციული ბანკი არის კომერციული ბანკი, რომელიც ფლობს რისკის პოზიციებს მიუხედავად იმისა, აღნიშნული რისკის პოზიციები წარმოქმნილია თუ არა სესხის გაცემიდან.

2. მე-8 მუხლის მიზნებისათვის რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების დათვლისას კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც IV თავის შესაბამისად იყენებენ სტანდარტიზებულ მეთოდს, შეუძლიათ გამოიყენონ ამ თავში აღწერილი საკრედიტო რისკის მიტიგაციის დებულებები