1.
კომერციული ბანკის დამატებითი პირველადი კაპიტალი უდრის დამატებითი პირველადი კაპიტალის ელემენტების ჯამს გამოკლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის საზედამხედველო კორექტირებები.
2.
დამატებითი პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისგან:
ა)
ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში მოცემულ დამატებითი პირველადი კაპიტალის კრიტერიუმებს და არ არის ძირითადი პირველადი კაპიტალის ნაწილი;
ბ)
დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები