1.
ამ დებულების მიზანია ხელი შეუწყოს  კომერციული ბანკების გაკოტრების რისკების შემცირებასა და მთლიანი საბანკო სისტემის ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) უნდა უზრუნველყოს საბანკო სექტორში ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი გარემოს ფუნქციონირება, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.
2.
საბანკო საქმიანობის ზედამხედველობის მთავარი ბერკეტია ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნების დადგენა და მათი შესრულების კონტროლი.
3.
ამ დებულებით დგინდება ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და უცხოეთის ბანკების ფილიალებისათვის.
4.
ამ დებულებით დადგენილი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები ეფუძნება სამ „პილარს“, როგორც ეს განსაზღვრულია საერთაშორისოდ აღიარებული „საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის“ კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში.  თუ ამ დებულებაში მოცემული არ არის კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი წესი ან ტერმინის განმარტება, კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით უნდა იხელმძღვანელოს საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებით