1.
კომერციული ბანკის კაპიტალის ადეკვატურობა განისაზღვრება მისი საზედამხედველო კაპიტალით. მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს კომერციული ბანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს.
2.
კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან:
ა)
პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა.ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალი;
ა.ბ)
დამატებითი პირველადი კაპიტალი.
ბ)
მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი).
3.
პირველადი კაპიტალი შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე, რომ კომერციულმა ბანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები კომერციულ ბანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელებას შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს კომერციული ბანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას.
4.
მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბანკის ზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებამდე კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს
კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.01.2025
მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალი
თავი II — კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საკუთარი სახსრები (I პილარი)
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალი
- მუხლი 5. საზედამხედველო კაპიტალი
- მუხლი 170. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოების ანგარიშები საქართველოს მიმართ
- მუხლი 3. საზედამხედველო საქმიანობის მიზანი
- მუხლი 14. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესის მახასიათებლები
- მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. ძირითადი პირველადი კაპიტალი
- მუხლი 5. დამატებითი პირველადი კაპიტალი
- მუხლი 6. მეორადი კაპიტალი
- მუხლი 7. საზედამხედველო კორექტირებები
- მუხლი 8. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე
- მუხლი 9. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები
- მუხლი 10. რისკის პოზიციები
- მუხლი 11. რისკის პოზიციის კლასები
- მუხლი 12. რისკის პოზიციების გაანგარიშება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 3, №100/04, 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2060636/muxli-3/