1. თუ ემიტენტი განეკუთვნება ჯგუფს, რომელშიც შედის სხვა ფინანსური ინსტიტუტი/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, დაუშვებელია საზედამხედველო კაპიტალის გამოანგარიშებისას იმ ელემენტების მრავალჯერადი გამოყენება, რომელიც მონაწილეობს ჯგუფში შემავალი სხვა ფინანსური ინსტიტუტის/ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის კაპიტალის დათვლაში.

2. საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, ემიტენტმა დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს და 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს კაპიტალის შევსების გეგმა. ცალკეულ შემთხვევებში, ემიტენტის მიმართვის საფუძველზე, მისი საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, აღნიშნული ვადა გაახანგრძლივოს თავისი შეხედულებისამებრ.

3. კაპიტალის შევსების გეგმა უნდა მოიცავდეს:

ა) ფინანსური მაჩვენებლების შეფასებასა და პროგნოზს;

ბ) საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის საჭირო კაპიტალის მოზიდვის გეგმებსა და ვადებს;

გ) დამატებით ინფორმაციას/დოკუმენტაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს კაპიტალის შევსების გეგმის შესაფასებლად.

4. ეროვნული ბანკი აფასებს ემიტენტის მიერ წარდგენილ კაპიტალის შევსების გეგმას და მას მისაღებად მიიჩნევს, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, კაპიტალის შევსების გეგმის განხორციელება უზრუნველყოფს კაპიტალის იმგვარად შენარჩუნებას ან ზრდას, რომ ემიტენტი შეძლებს დააკმაყოფილოს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმის მისაღებად მიჩნევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თანხმობას იძლევა და აღნიშნულის თაობაზე ემიტენტს აცნობებს.

5. თუ ემიტენტმა არ წარადგინა კაპიტალის შევსების გეგმა ან ეროვნული ბანკის შეფასების შედეგად, წარდგენილი კაპიტალის შევსების გეგმა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) მოსთხოვოს ემიტენტს მითითებულ ვადაში კაპიტალის შევსება განსაზღვრულ დონემდე, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს;

ბ) გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა.

6. ემიტენტის მიერ საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკრძალება კაპიტალის განაწილება, კაპიტალის ინსტრუმენტებზე გადახდების განხორციელება, ცვალებადი ანაზღაურების (ბონუსების) გადახდის ვალდებულების შექმნა და  ეროვნული ბანკის მითითებით განსაზღვრული სხვა ისეთი ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც იწვევს ემიტენტისაგან ფულადი სახსრების გადინებას იმ პერიოდში, როდესაც ემიტენტი ვერ აკმაყოფილებს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს.

7. საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების განაწილებამდე, ემიტენტმა უნდა შეაფასოს აღნიშნული განაწილების გავლენა მისი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელზე და უზრუნველყოს მისი განაწილება იმგვარად, რომ არ დაირღვეს საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებ