1. ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისთვის ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდ(ებ)ი, ისევე როგორც საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მისი რეგულარული მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, საწვავის მარაგები, საცხებ-საპოხი საშუალებები და საჰაერო ხომალდის მარაგი (მათ შორის საკვები, სასმელი, თამბაქო), გათავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახადისგან, შემოწმების და სხვა სახის მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შემოსვლისას, იმ პირობით, რომ ასეთი მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე, სანამ არ მოხდება მისი რე-ექსპორტი.
2. საწვავის მარაგი, საცხებ-საპოხი მასალები, რეგულარული აღჭურვილობა და საჰაერო ხომალდის მარაგი, შეტანილი თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს სახელით ან ასეთი ავიასაწარმო(ები)ს მიერ ექსპლოატირებული საჰაერო ხომალდით, რომლის მიზანია საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება, თავისუფლდება ყველა სახის ეროვნული გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რაც მოიცავს საბაჟო მოსაკრებლებს და შემოწმების გადასახდელებს დაწესებულს პირველი ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ეს მარაგი გამოყენებული უნდა იქნეს იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მგზავრობისას, სადაც ისინი იმყოფებიან. ზემოთ ხსენებული საგნები შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ შენახვას.
3. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი საბორტო აპარატურა, სათადარიგო ნაწილები, საჰაერო ხომალდის მარაგები და საწვავისა და საპოხი მასალების მარაგები შეიძლება გადმოტანილ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ სახელმწიფოს საბაჟო ორგანოს თანხმობით, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს, რომ ასეთი მასალები მოთავსებულ იქნეს აღნიშნული ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ იმ დრომდე, სანამ მოხდება მათი რეექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად.
4. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მოძრავი ქონება, როგორიცაა საოფისე აღჭურვილობა, საკანცელარიო ნივთები, სამგზავრო დოკუმენტები, რაც მოიცავს სამგზავრო ბილეთებს, სამგზავრო სიებს, ისევე როგორც საჯარო გამოცემებს და გასაცემ ინვენტარს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანისას უნდა გათავისუფლდეს ყველა სახის მოსაკრებლისაგან, შემოწმების გადასახადებისა და საბაჟო მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგა